საქართველოში დღეს საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა

დღეს, 8 აპრილს, საქართველოში საწვავის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, საწვავი ერთბაშად, 5 თეთრით, გაძვირდა და ფასმა 2.68-დან 2.73 ლარს მიაღწია. ბოლო წლებში საწვავის ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 2.71 ლარი იყო.

საწვავი ბოლო სამ თვეში 65 თეთრით გაძვირდა, ექსპერტემის აზრით, მოსალოდნელია ღირებულების ნიშნულის 3 ლარამდე გაზრდაც.

დღეის მონაცემებით, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავის ფასი 2.62 ლარია. Socar-ის სადგურებზე 1 ლიტრი იმავე ტიპის ბენზინის ფასი  2,61 ლარს შეადგენს, რაც „ვისოლის“ იგივე ტიპის საწვავის ღირებულებაზე 0.01 ლარით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ „ვისოლის“ ქსელში საწვავი თითქმის ყოველთვის ყველაზე ძვირია, თუმცა კომპანიის პრესსამსახურის ხელმღვანელი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ საკითხზე კომპანიის გენერალური დირექტორი ისაუბრებს.

რეგულარის ტიპის საწვავზე ყველაზე მაღალი ფასი Rompetrol-ში ფიქსირდება – 1 ლიტრ რეგულარზე ფასი 2.65 ლარით არის განსაზღვრული.

რაც შეეხება სუპერის ტიპის საწვავს, ვისოლ-ის ეკო სუპერი ტიპის საწვავის ღირებულება 2.92 ლარს შეადგენს, რაც 0.01 თეთრით მეტია Socar-ის სუპერი ტიპის საწვავზე  – 2.91 ლარი.

ფასები გაზრდილია დიზელის ტიპის საწვავზეც. ამ შემთხვევაშიც, ყველაზე ძვირი ფასები Gulf-ის ავტოგასამართ სადგურებზე ფიქსირდება. Gulf-ის ევრო დიზელი – 2.77 ლარი ღირს, Socar-ში ევრო დიზელის ფასი 2.72 ლარია.

საერთო მონაცემების გათვალისწინებით, ფასების მკვეთრი მატება ფიქსირდება, როგორც რეგულარის, ისე სუპერის ტიპის საწვავზე.

ნავთობისა და საწვავის გაძვირება პროპორციულად მიმდინარეობს,

შეგახსენებთ:

ერთი თვის წინ საწვავის საშუალო ფასები შემდეგნაირად იყო განსაზღვრული: 1 ლიტრი რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,45-2,50 ლარი, სუპერი ტიპის ბენზინი – 2,77-2,81 ლარი, ხოლო დიზელის საწვავი – 2,53-2,67 ლარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share