კორონავირუსის პანდემიისა და რთული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე, 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემული შრომის ანაზღაურება თითქმის 50 000 ლარით გაიზარდა.
კვლევით ანგარიშს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4 297 151 ლარი შეადგინა, დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით კი 65 920 ლარი გაიცა. აღსანიშნავია, რომ გაცემული პრემია-დანამატებიდან, 56 370 ლარი ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაზე მოდის.
სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციაში, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 275 ადამიანია დასაქმებული, 2020 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით კი ერთით მეტი – 276 ადამიანი მუშაობდა.
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა მიერ მიღებული შრომის ანაზღაურებისა და პრემიის მოცულობა ასე გამოიყურება: