ნიკა მელია რომ პოლიტპატიმარია, ეს დადასტურებულია მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ

„ნიკა მელია რომ არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დევნის ობიექტი და პოლიტპატიმარი, ეს დადასტურებულია მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ევროკავშირის გუშინდელი განცხადება არის ძალიან მძიმე, რომელიც გულისხმობს ფინანსური ასიგნებების შეჩერებას, სანამ არ იქნება რეალური მართლმსაჯულების რეფორმა”,- ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ეს ადასტურებს იმას, რომ ამ სასამართლოს მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ამიტომ, ნიკა მელიას გათავისუფლება და პოლიტპატიმრების არ არსებობა ნიშნავს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით.

ჩვენი მთავარი მოთხოვნები, რაც მოლაპარაკებების დროს იყო, დღემდე ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩარჩოზე მსჯელობა. ორი სასიცოცხლო საკითხის დაკმაყოფილება არის ის მოლოდინი, რაც აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს“ , – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს. შესაბამისად, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე გადაინიშნა, რათა ბრალდებულმა დასწრება შეძლოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share