ბენეფიციარისთვის სოციალური ქულების მინიჭების კრიტერიუმები ფართოვდება

ბენეფიციარისთვის სოციალური ქულების მინიჭებისას კრიტერიუმები ფართოვდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით მოქმედებს ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც ყველაზე უკეთესად ხედავს ბავშვებს და ბავშვიან ოჯახებს და შეფასების მეთოდები, რომლებიც ახლა გამოყენებულია, არის წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შედგენილი კითხვარი, რომელსაც ავსებს მოწყვლადი ოჯახი და რომლის ფარგლებში ანგარიშდება მოწყვლადობის ქულა. ეს კრიტერიუმები, რომლითაც ამ ეტაპზე ჩვენი მოსახლეობა მოწყვლადობის მიხედვით ფასდება, არის 2015 წელს შემუშავებული მეთოდოლოგია და იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკა წლიდან-წლამდე იცვლება და ახლა უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოვიდის შემდგომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ განვაახლოთ კრიტერიუმები ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით, რომ უკეთ დავინახოთ მოწყვლადობა“, – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ „იმედის დილაში“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share