სახალხო დამცველი რიონის ხეობაში ჩავიდა, ის ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. ნინო ლომჯარია სოფელ გუმათში იმყოფებოდა, საიდანაც ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია.
სახალხო დამცევლი ხეობაში არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა.
აქტივისტების თქმით, მათ ეზღუდებათ გადაადგილების უფლება. ომბუდსმენის განცხადებით, არ არსებობს არანაირი საფუძველი აღნიშნული შეზღუდვებისა და გადაადგილების აკრძალვა არაპროპორციულია.
ნინო ლომჯარიამ ისაუბრა ენკას განცხადებაზეც. მისი თქმით, კომპანიამ საჯაროდ მიმართა მათ თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეისწავლიან აღნიშნულ ფაქტებს და შესაბამისი რეაგირება იქნება.