შსს: დარბაზის მეპატრონე, სადაც დღეს ხალხმრავალი სუფრა გაიშალა, 10 000 ლარით დაჯარიმდა

ოზურგეთში, საბანკეტო დარბაზის მეპატრონე, სადაც 100 კაციანი ქელეხის სუფრა გაიშალა,  10 000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც შს-ს პრესსამსახურში გვითხრეს,

,აღნიშნულ შპს-ს 42/10- ე პრიმა მუხლით ადმინისტრაციული ჯარიმა დაუწერეს, რაც დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვის შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის 2000, ხოლო იურიდიული პირისთვის 10000 ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

საბანკეტო დარბაზის მეპატრონე ნათია ღლონტი, “ოცნების” ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია და როგორც ჩანს, ეს აძლევს იმის საშუალებას, აკეთოს ის, რაც სხვებისთვის აკრძალულია და ვერ ბედავენ.

ნათია ღლონტი, ბოლო დროს, აერთხელ აღმოჩნდა უხერხულ სიტუაციაში, მათშორის წინასაარჩევნო პერიოდში, როცა “ოცნების” მომხრეებისთვის , ხმების სანაცვლოდ, მის დარბაზში დასაწყობებული ბოსტნეული აღმოჩნდა.

ასევე მის კუთვნილებაში არსებული დარბაზი ემსახურება, ოზურგეთის უფასო სასადილოს ბებეფიციარებს.ეს ყველაფერი კი, სწორედ იმის დამსახურებით , რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.

როგორც ჩანს, ეს ნაცნობობა გამოიყენა ქალბატონმა ნათიამ, კოვიდაფეთქების ზღვარზე მყოფ რეგიონში, აკრძალვების მიუხედავად, ხალხმრავალი სუფრის მასპინძლობა, საკუთარ თავზე აეღო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთავრობის დადგენილებით, დღეიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share