ჩვენო გულანთებულო გურულებო და ჩვენი თეატრის მოყვარულებო, ქვეყანაში პანდემიური სიტუაციის გართულების გამო, რაც ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდაში გამოიხატება, ჩვენი თეატრის რეაბილიტირებული შენობისა და 153-ე სათეატრო სეზონის გახსნა მცირე ხნით გადაიდო.
მოხარული ვართ თქვენი ინტერესითა და მოლოდინით გურიაში ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მიმართ. გურიის ერთადერთი სახელმწიფო თეატრისადმი თქვენი სიყვარული და თანადგომა ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია.
დაჯავშნილი ბილეთები კვლავ ძალაშია. აქვე ვაქვეყნებთ ჩვენი პრემიერების ჩამონათვალს, აირჩიეთ სპექტაკლი და თარიღების გამოქვეყნებისთანავე დაჯავშნეთ ბილეთები. ბილეთების შეძენა შეგეძლებათ როგორც ჩვენს სალაროში, ტელეფონითა და უახლოეს ხანში ასევე ბილეთები.გე-ზე ონლაინ. დაწვრილებით ინფორმაციას მალე მოგაწვდით.
უახლოესი პრემიერები: – დიდი სცენა:
1. „მონატრება – ნუ გააღვიძებ“ – ნ. დუმბაძე (ლელა არაბიძის ინსცენირება) რეჟისორი: ვასო ჩიგოგიძე
2. „მთავარი როლი“ – თამარ ბართაია, მოწვეული რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
3. „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ – ავტორი: ედუარდო დე ფილიპო, რეჟისორი, მუსიკალური გაფორმება: ოთარ კუტალაძე
4. ,,მარი და ჰარის თავგადასავალი“ – ერნესტო თეოდორ ჰოფმანის მოთხრობის „მაკნატუნას“ მოტივებზე, დამდგმელი რეჟისორი: ვასო ჩიგოგიძე, რეჟისორი: ლალი თაბაგარი
მცირე სცენა:
1. „სამს პლუს სამი“ მ. დოიაშვილი, მოწვეული რეჟ. ვანო ხუციშვილი
2. ,,დონ კიხოტი” – ინსცენირების ავტორი, სცენოგრაფი, მუსიკალური გამფორმებელი და მოწვეული რეჟისორი: ელენე მაცხონაშვილი.
3. „ვერნისაჟი“ – ვაცლავ ჰაველი, რეჟისორი, მუსიკალური გამფორმებელი: მამუკა ბაბილოძე.