როგორ ახასიათებდა მერაბ კოსტავას მისი საქმის გამომძიებელი

მერაბ კოსტავას საქმეში დევს გამომძიებლის მიერ დაწერილი დახასიათება: „კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, მორწმუნე, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია. ბევრს კითხულობს, უყვარს კლასიკური მუსიკა, მღერის საოპერო არიებს. ზედმიწევნით კარგად იცის ისტორია. შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა. არავის ენდობა. სარგებლობს პატივისცემით. შეუძლია აღელვებული პატიმრის დამშვიდება. არ აღიარებს დანაშაულს. დანიშნული მკურნალობის მიმართ დაუმორჩილებელია. იტანს შიმშილს. იწონის 67 კგ. წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად ან ბუნტის დროს“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები