ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ კონჭკათის ტერიტორიულ ერთეულში, კატისციხის უბანში, მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერთან მიმავალი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, 791 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის გზასთან ერთად მოეწყობა მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელები, საყრდენი კედლები და სანიაღვრე არხები.
სამუშაოებს, შ.პ.ს „პალადა“ ახორციელებს.
პროექტი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 474 000 ლარს შეადგენს