წარმატების ფსიქოლოგია- საინტერესო ადამიანების რჩევები

საინტერესო ადამიანებს განსაკუთრებული მიზიდულობა აქვთ. მათ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი გამოსდით თავიანთი ხასიათის წყალობით. ადამიანი ასეთად იბადება, თუმცა სწავლაც ყველაფრის შეიძლება, უბრალოდ საჭიროა დავიჭიროთ სწორი მიმართულება. გთავაზობთ რამდენიმე ჩვევას, რომლებიც საინტერესო ადამიანებს ახასიათებთ:

 

1.არიან ძალიან მონდომებული – საკმარისი არაა გქონდეთ ინტერესი, მთავარია იმოქმედოთ. დაისახეთ მიზანი და გააკეთეთ ყველაფერი მის განსახორციელებლად.

 

2.ყოველთვის ეძებენ რაღაც ახალს – ასეთმა ადამიანებმა ზუსტად იციან რა აინტერესებთ და აკეთებენ მხოლოდ მას. ასეთ შემთხვევაში მათ ხშირად უწევთ სცადონ რაღაც ახალი და ამას სულაც არ უშინდებიან.

 

3.არ მალავენ საკუთარ ექსცენტრიულობას – ასეთი ადამიანები არიან ისეთები, როგორიც არიან და არავის არაფერს უმტკიცებენ. მილიარდელი უორენ ბაფეტი არასდროს იმოსება მოდურად. ის ცხოვრობს სახლში, რომელიც 1958 წელს 31 500 დოლარად შეიძინა. ალბათ უცნაურად ჟღერს მილიარდელისგან, თუმცა მისთვის პრიორიტეტული ცხოვრებაში სრულიად სხვა რაღაცებია.

 

4.გაურბიან პოპულარობას – ასეთი ადამიანები თვლიან, რომ პოპულარობა ძალიან მოსაწყენია და ხელის შემშლელია რეალურ საქმეში.

 

5.არ უსმენენ ეგოს – ეგომანიაკი არასდროსაა საინტერესო, ასეთი ადამიანი ყოველთვის დამღლელია და ადამიანები გაურბიან. ოპრა ვინფრი ამბობს: „მთავარია გვერდზე გადადოთ ეგო და ენდოთ საკუთარ გამბედაობას. ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე ჩემი გამბედაობის შედეგია. ყველა შეცდომა კი სწორედ იმის გამო დავუშვი, რომ მოვუსმინე შინაგან ხმას.“

 

6.ისინი გამუდმებით სწავლობენ – საინტერესო ადამიანები ფიქრობენ, რომ სამყაროს შეცნობა და ამოწურვა შეუძლებელია, თუმცა გამუდმებით უნდა ვისწრაფვოდეთ ამისკენ. ისინი იყენებენ ყოველ წამს იმისთვის, რომ ისწავლონ რაღაც ახალი.

 

7.უზიარებენ სხვებს საკუთარ აღმოჩენებს – მათ განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებთ გაუზიარონ გამოცდილება სხვა ადამიანებს.

 

8.არასდროს ინტერესდებიან სხვების აზრით მათ შესახებ – ასეთი ადამიანები ყოველთვის მართლები არიან საკუთარ თავთან და არასდროს აინტერესებთ გარშემომყოფთა აზრი მათ შესახებ

jolo.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    ლეგენდა გიორგი კეკელიძეზე, რომელმაც “ღვთისმშობელი გადაარჩინა”ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი - და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა - იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 94
    მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე ქართულადაც გამოაქვეყნაკონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად გამოაქვეყნა. მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ტექსტს მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს. „ეკლესიას სისავსეს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტესი * * * ქრისტეში ყოვლად ღირსეულნო ძმანო და საყვარელნო შვილნო, ვმოგზაურობთ ყოვლადწმინდა ქალწულთან ერთად, და მადლიერების გრძნობით გამსჭვალულნი, მოუთმენლად…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 94
    გაიცანით ლევან ღლონტი-გერმანიაში მოღვაწე ოზურგეთელი ექიმიმე ვარ ლევან ღლონტი, რადიოლოგი. ვცხოვრობ გერმანიაში, დიუსელდორფში. ვმუშაობ ქალაქ კიონლის ღვთისმშობლის სახელობის კლინიკაში. მოგვიყევი შენი პირველი პროფესიული ნაბიჯების შესახებ. სიმართლე რომ გითხრათ, ექიმობა ბავშვობიდანვე მინდოდა. დაახლოებით მეექვსე კლასიდან უკვე ვფიქრობდი მომავალი პროფესიის შესახებ. ამაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა დეიდამ, რომელიც პროფესიით ექთანი იყო. ფაქტობრივად, მისი დახმარებით, ბავშვობიდან ექიმების წრეში…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 94
    "ძალიან ცუდად ვარ, შენდობას ვითხოვ"-ბასილ კვირჩილაძის პირველი კომენტარი"მართლა ძალიან ცუდად ვარ და ალბათ ხმაზეც მეტყობა, რომ ძალიან განვიცდი ამას ყველაფერს. ღმერთმა იცის მე ის ბავშვი შვილივით მიყვარდა და მოხდა რაღაც გაურკვევლობა და გაუგებრობა. ბოროტმა ჩათესა შური და შუღლი. აქ საუბარი იყო მიმოწერაზე და იმის იქეთ არაფერი არ ყოფილა. ღმერთმა დაიცვას რომ რამე ყოფილიყო. ძალიან ცუდად ვარ. 25…
    Tags: და, ძალიან, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები