ვგულისხმობ “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველს. “ოცნების” ამომრჩეველს “ნაცმოძრაობა” დემონებად მიაჩნიათ, ხოლო “ნაცმოძრაობის” ამორჩეველს “ოცნება” მიაჩნია დემონებად. რეალურად, ორივე მხარემ შეძლო პოლიტიკური პროცესის სრული დემონიზაცია. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.
მსგავსი რამ ომის წინ ხდებოდა. ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფო მიაჩნდა ბოროტების განსახიერებად, ხოლო მეორეს პირველი ასევე ბოროტების განსახიერებად.
ჩვენთან დათმობა ნიშნავს შენი ამომრჩევლის გაწბილებად, და ამავე ამომრჩეველში ავტორიტეტის დაკარგვას. ორივე პარტია ერთმანეთის მიმართ ჩვეულებრივი ზიზღით იკვებება. “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი დარწმუნებული, რომ “ოცნება” მუშაობს რუსეთზე, ხოლო “ოცნების” ამომრჩეველი დარწმუნებულია, რომ “ნაცმოძრაობა” მუშაობს რუსეთზე-აცხადებს “ჯიპას” პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე “ინტერპრესნიუსთან”