„ᲣᲧᲕᲐᲠᲡ ᲙᲚᲐᲡᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲣᲡᲘᲙᲐ, ᲛᲦᲔᲠᲘᲡ ᲡᲐᲝᲞᲔᲠᲝ ᲐᲠᲘᲔᲑᲡ…“ – ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲓᲐ ᲛᲔᲠᲐᲑ ᲙᲝᲡᲢᲐᲕᲐᲡ ᲒᲐᲛᲝᲛᲫᲘᲔᲑᲔᲚᲘ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ოთო კახიძე, სოციალურ ქსელში მერაბ კოსტავას შესახებ წერს:
მერაბ კოსტავას საქმეში დევს გამომძიებლის მიერ დაწერილი დახასიათება:
„კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, მორწმუნე, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია.
ბევრს კითხულობს, უყვარს კლასიკური მუსიკა, მღერის საოპერო არიებს. ზედმიწევნით კარგად იცის ისტორია.
შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა. არავის ენდობა. სარგებლობს პატივისცემით. შეუძლია აღელვებული პატიმრის დამშვიდება.
არ აღიარებს დანაშაულს.
დანიშნული მკურნალობის მიმართ დაუმორჩილებელია. იტანს შიმშილს. იწონის 67 კგ. წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად ან ბუნტის დროს“.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share