აი, რისთვის არის კარგი, რომ ხალხი იყოს ბნელი, გაუნათლებელი და დაჩლუნგებული:
1. მათ უაღრესად მოკლე მახსოვრობა აქვთ და მხარში ამოუდგებიან ისეთ არარაობას და ღიად აგენტ-პროვოკატორს, როგორიცაა გია გაჩეჩილაძე.
2. ისინი გამოვლენ კაგებეს აგენტის, ილია შიოლაშვილის დასაცავად. იმ ილიასი, რომელიც კნაოდა, საქართველოს პუტინი გადაარჩენსო.
აი, რისთვის არის კარგი, რომ ხალხი იყოს გაღატაკებული და დამშეული.
1. სამუშაოს დაკარგვის შიშით ისინი ვერ გაბედავენ არ დაემორჩილონ ბორია ივანაშვილის ხელქვეთების ბრძანებას და არ ამოუდგნენ მხარში პროვოკატორ გია გაჩეჩილაძეს.
2. ისინი ათი ლარის (შესაძლოა უკვე ორმოცდაათი ლარისაც) გასამრჯელოს მისაღებად დაეტაკებიან, დაარბევენ, დააქცევენ საკუთარ თანამემამულეებს, რომლებიც მათივე მომავლისთვის თავგანწირვით და შემართებით იბრძვიან”.-წერს ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში.