1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი სახოკიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ , საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და საჯარო მოხელეებმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ლიხაურში პატივი მიაგეს 9 აპრილის ღამეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ნინო თოიძის ხსოვნას. სოფელ ლიხაურის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის – კულტურის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა. ,, 9 აპრილი ეს არის მწუხარებისა და დამოუკიდებლობის დღე, რომელმაც უდიდეს ტკივილთან ერთად დაგვიტოვა სიამაყის განცდა, რადგან ეს იყო ქათველების ერთსულოვნებისა და ეროვნული ერთიანობის მიღწევის დღე. ტრაგიკულად დაღუპულ 21 გმირს შორის ერთ-ერთი ოზურგეთელი ნინო თოიძეა, რომლის სახელი ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და თაობებს გადაეცემა”- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. დაიღუპა 21 ადამიანი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღდგენილად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. #9აპრილი #მადლობათავისუფლებისათვის #გურია #ოზურგეთი2021