“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები გრეჩიხას აქციაზე ანათებენ კორუმპირებული მერი 9 აპრილს გარდაცვლილ ნინო თოიძის საფლავს გვირგინით ამკობს, მეორეს მხრივ გრეჩიხას ამაგრებს, ამ კორუპირებულ უპრინციპოებს არც ერთი აინტერესებთ და არც მეორე, მხოლოდ თანამდებობა და სკამი სტკივათ არავინ წაართვას”,-დაწერა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ენმ-დან, ბესო ქათამაძემ.
“გურიის მოამბე” აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სხვადასხვა სამსახურში შეეცადა, თუმცა ამაზე ღიად საუბრისგან, უფრო მეტიც, ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს მაქსიმალურად იკავებენ.
თუმცა, როგორც ერთ-ერთმა სამსახურის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ, როგორც თავად აღნიშნა-“მეგობრულად გაგვანდო” : “იმისტი, ამისტი, ბევრი წავიდა. მათ შორის” პატრიოტთა ალიანსის” წევრები. ნუ იმდენი გადაიხადეს, რომ კაცმა იქ გზაზე გააჩეროს და საჭმელი ჭამოს. გზაც უფასო იყო. ათ-ათი კაცი გაუშვეს. უხმაუროდ და ჩუმად. ასეა ჩემო ბიძია, ვინც იხდის, მასთან ხალხიც დგას” – გვითხრა ერთ-ერთმა საჯარო პირმა.