პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, თავს უკეთესად გრძნობს და ბინაზე მკურნალობას აგრძელებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკვე დაახლოებით 3 დღეა დაბალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომიც აღარ აღენიშნება.
„ბინაზე ვმკურნალობ, დაახლოებით 3 დღეა აღარ მაქვს სიმპტომები, ასევე დაბალი სიცხე, რაც მქონდა. თავს კარგად ვგრძნობ. პროტოკოლის მიხედვით ველოდებით, როდის მეკუთვნის გარეთ გასვლა“,-განაცხადა წილოსანმა.
პარლამენტის უმრავლესობის წევრის თქმით, მას კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორიცაა კუნთებისა და სახსრების ტკივილი, დაბალი სიცხე და ხველება.
„მქონდა კუნთებისა და სახსრების ტკივილი, დაბალი სიცხე და ხველება. ფილტვები გავიშუქე და დაზიანება არ არის. ამ თვალსაზრისითაც ყველაფერი ნორმალურად არის“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს პარლამენტის უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა.