საქართველოს სახელით მოასპარეზე, უკრაინელმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ, მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
ჯამში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგა რიშზე 1 ბრინჯაოს, 4 ვერცხლის და 4 ოქროს მედალია. 10 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) და ანასტასია გოტფრიდი (87 კგ.) გამოვლენ, ხოლო 11 აპრილს – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ.).