“აი ია” – “მარადისობის დღის” შემდეგ, უცნობმა მოძრაობა დააფუძნა

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი”, საზოგადოებრივ მოძრაობა “აი ია”-ს აფუძნებს. ამის შესახებ მან ბრიფინზე ისაუბრა. ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოების დაკვეთის შესრულება 9 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა და პოლიტიკური ველიდან “ნაციონალური მოძრაობა” ვერ განდევნა.

“ქართული ოცნება” მოწყდა ხალხს და მოწყდა საზოგადოებას. იგი დღეს ცდილობს ‘ნაციონალების” გაკოტრებული რადიკალური და კრიმინალური ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს, რათა გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ჩვენთვის მიუღებელია, როცა “ქართული ოცნება” თავის მართლების რეჟიმშია დასავლეთის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უსამართლოდ ითხოვენ კრიმინალების ციხიდან გამოშვებას და ნებისმიერ ფასად მათ პარლამენტში შესვლას. უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი, – ამბობს უცნობი.

უცნობმა დღეს, 9 აპრილს, “მარადისობის დღეც” დააფუძნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share