პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჭორაობას უწოდებს, “მთავარია არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას ინტერვიუს “ქართუ ბანკის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, ელდარ გოგოლაძესთან, სადაც გოგლაძემ ოლიგარქის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე დეტალურად ისაუბრა.
“არა მგონია, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეიძლებოდეს ამ ინტერვიუზე, ეს იყო ორი ადამიანის ერთგვარი ჭორაობა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ცნობილი “კაგებეშნიკი”, თან კაგებეს მაღალჩინოსანი, ანუ რუსულ რესურსს იყენებს ამ შემთხვევაში ის პარტია და მისი ტელევიზია, რომელიც პირდაპირ არის მხილებული რუსული საქმის კეთებაში საქართველოში, აი ეს არის მარტივი კომენტარი”, – ირაკლი კობახიძე
“ოცნების” იდეოლოგის, ლაშა ნაცვლიშვილის მუქარის შემცვლელ განცხადებააზე, სადაც ნაცვლიშვილი ამ ინტერვიუს გამო ნიკა გვარამიას გლდანის, ხოლო მის რესპონდენტს, გუანტანამოს ციხით ემუქრება, კობახიძე ფიქრობს, რომ ეს არ არის მუქარა.
“ეს არ არის მუქარა აქ არის საუბარი იმაზე, რომ გარკვეული ეჭვები არსებობს კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენის კუთხით. გოგოლაძეს რაც შეეხება, არის ცნობილი საქმე – ამერიკელი ჩინოსანი იყო საქართველოში, რომლის მკვლელობა მოხდა და იქ იკვეთება მისი სახელი და გვარი. ჩვენ ვერაფერზე ვისუბრებთ ვიდრე არ დადგინდება ეს დანაშაული, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმცია. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მასზეც არსებობს კონკრეტული სისხლისსამართლის საქმეებთან დაკავშირებით ეჭვები. ამიტომ ეს არის ზოგადი განცხადება დანარჩენი არის სამამართლოს საქმე, რაც შეეხება ციხეს, ციხესთან დაკავშირებით გადაწყვეტილბას იღებს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო, – კობახიძემ
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა.