კრიმინალური გარჩევა ბათუმში – ნაცემია პოლიციელი

ბათუმში, კრიმინალური გარჩევის დროს პოლიციის მაღალჩინოსანი სცემეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მეშვიდე განყოფილების უფროსი გოჩა ვანაძე მაშინ სცემეს, როცა 10-15 კრიმინალის ჯგუფურ ჩხუბში ჩაერია. მას დაზიანებები თავში მიაყენეს. სად იმყოფება ნაცემი პოლიციელი, უცნობია, ის სამსახურში არ გამოჩენილა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, გარჩევის მონაწილეებიდან ერთი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი ის 3.000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 43
    "არ დავიღლებით" - ბათუმში ოპოზიციის მასშტაბური აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)ამ წუთებში, ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური აქცია მიმდინარეობს, რომელზეც დასასწრებად პარტიების ლიდერები თბილისიდანაც ჩავიდნენ.    
    Tags: ბათუმში, არ
  • 31
    უბედურ შემთხვევას ჩოხატაურში 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა (ექსკლუზივი)წუხელ, გვიან ღამით, ჩოხატაურში, ქვის სატეხ საამქროში უბედური შემთხვევა მოხდა. სამუშაო პროცესის დროს, 33 წლის ახალგაზრდა დაშავა, რომელიც საავადმყოფოში შეყვანიდან მალე გარდაიცვალა: "მუცლის ღრუს მძიმე დაზიანებით შემოიყვანეს, ძლიერი სისხლდენით. 2 ოპერაცია ჩატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - გვითხრა კლინიკა მედალფას კლინიკურმა მენეჯერმა ვახტანგ გაჩეჩილაძემ. როგორც გურიის მოამბემ გაარკვია,…
    Tags: დროს, დაზიანებები, მუხლით, მოხდა, შემთხვევა