“რიონის ხეობის მცველი“, ლაშა ქუთათელაძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად არ სცნო და ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა.
სასამართლო სხდომა ქუთაისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ქუთათელაძეს სამართალდამცველები წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, რაც არ დადასტურდა
ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა. რიონის ხეობის მცველი გასულ ღამეს დააკავეს.