ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, ამ დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა მიმართა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9 000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის და კორონავირუსის გამო, კენჭისყრის დღისთვის თვითიზოლაციაში იქნებიან.
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.