ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი და პროფესორი ზურაბ გურული გუშინ გია გაჩეჩილაძის მიერ გამართულ აქციას და ბერლინის კედლის ფრაგმენტზე დატოვებულ წარწერას-“ღმერთი სიყვარულია”ლექსად გამოეხმაურა:
კედლის ფიქრები …
——————–
თავისუფლებას ევროპისას,
შეეწია რადგან მამათი,
კედელი გვიძღვნეს ბერლინური,
იამაყეთ თქვენცო მამათი.
მერე აპრილში რომ ამტყდარა
ქართველთ კამათი,
წიწიბურები მივარდნიან
ყანწით, ყამათი…
ბეტონის ბოღმით, ნაცრისფერით,
ქართულ შამათით,
იდგა კედელი, და ფიქრობდა:
-ერთი ამათი …-
ZG