არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად კოსმოსური პროგრამაში ქალი ასტრონავტი ჩართეს.
შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა, დუბაის მმართველმა, რომელიც ასევე ასრულებს ქვეყნის პრემიერ მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, კოსმოსური პროგრამისათვის ორი ასტრონავტი დაასახელა.
შეიხის დადგენილების თანახმად, ნურა ალ-მატრუში დასახელდა , როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროების პირველი ქალი ასტრონავტი, ხოლო მამაკაც ასტრონავტად მოჰამედ ალ-მოლა აირჩა.