ზურაბ ჯაფარიძე – პრეზიდენტმა გადაწყვიტა ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს

ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი – წარმოუდგენელი მგონია, პრეზიდენტმა შეასრულოს მედიატორის როლი, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში “პოლიტ-ქალაქი” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისმიერ გამოთქმულ წინადადებას, მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლის შესრულებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველოში რთულია რომელიმე ინსტიტუტს პატივი სცე, რადგან ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელშია და ყველა ადამიანი ერთი ადამიანის დასმულია.

“მგონია, რომ ახლა გადაწყვიტა, ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს და ვითომ გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ არ გამოუვა. ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი. ინსტიტუტების პატივისცემა დამოკიდებულია იმ ფიგურებზე, რომლებიც ამ ინსტიტუტებს განასახიერებენ და ძალიან რთულია დღეს ამ ქვეყანაში პატივი სცე რომელიმე ინსტიტუტს, როცა იცი, რომ ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელშია და ყველა ადამიანი ერთი ადამიანის დასმულია. რთულია, არაგულწრფელი ამბავია, ტყუილია. იმის გამო, რომ კრიზისია ქვეყანაში, მათ შორის ის, რომ მოლაპარაკებებია, მათ შორის ის, რომ გარედან არის წნეხი ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან, რომ დაჯექით და რაღაც მოილაპარაკეთ და ორივე მხარეს პასუხისმგებლობას აკისრებენ ალბათ, უფრო ამ ყველაფრის გავლენა არის, რომ ახლა გადაწყვიტა, რომ იქნებ რაღაც შუამავლის თუ მომრიგებლის თუ რაღაც ეგეთის როლი შეითავსოს, მაგრამ ამას სჭირდება რაღაც ნდობის დაგროვება დროთა განმავლობაში. წარმოუდგენელი მგონია პრეზიდენტმა შეასრულოს მედიატორის როლი, ეს პრეზიდენტი წარმოუდგენელი მგონია. შარლ მიშელი თუ ვერ ახერხებს საქართველოს ნომინალური პრეზიდენტი როგორ მოახერხებს?! ამიტომ მგონია, რომ სიყალბეა და სიყალბეში მონაწილეობა არ მიყვარს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაგანაცხადა, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    "კეთილი ინებეთ და ნაგავიც აიტანეთ და იცით რატომ უნდა აიტანოთ"?ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა გუშინ ბათუმში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ირაკლი ჩავლეშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს და ვრცელ განმარტებას აკეთებს: "ნაგავი პოლიტიკაში ახალი სიტყვა არ არის. უკრაინაში"ბუკერებში" - ურნებში ტენიდნენ კორუპირებულ პოლიტიკოსებს. რა თქმა უნდა, ეს ესთეტიურად ძალიან ცუდად გამოიყურება. მით უფრო - ქართული ხასიათიდან…
    Tags: და, რომ, არ, თუ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    "თუ გვინდა რომ გადავრჩეთ, ადამიანთა ჯგუფებმა კი არა, უმრავლესობამ უნდა იაზროვნოს"ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ! 8 წლის წინ ქართულმა ოცნებამ “ცოცხების” დახმარებით შეცვალა ნაცმოძრაობა. ციხის კადრები ქართველების ყველაზე მგრძნობიარე სიმებს შეეხო. აღშფოთებულმა საზოგადოებამ სააკაშვილს ცელი გამოუსვა და ხელისუფლებიდან გაისტუმრა. სააკაშვილი კი წავიდა თუმცა “ცოცხები” არსად წასულა. ოცნება, პროპაგანდისტული მანქანის დახმარებით, მუდმივად აცოცხლებდა ამაზრზენ სურათს, იმისთვის, რომ საზოგადოება აღშფოთებული, ოპოზიცია კი მუდმივი დისკრედიტაციის…
    Tags: და, რომ, თუ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    ვარლამი პოლიტიკაში?! - გიორგი თარგამაძის OP-ED"ქართველებო გელით გაერთიანებულ ევროპაში.." - მოლოცვასთან ერთად ასეთი გზავნილი ჩამოგვიტანა ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და მზარდი გავლენის მქონე ქვეყნის პრეზიდენტმა. ყურსაც და გულსაც ესიამოვნა, განსაკუთრებით ჩვენი საამაყო ოფიცრებისა და ახალფიცდადებული ჯარისკაცების და ჯარისქალების შემხედვარე, თუმცა უკანა ფონს თვალი მოვავლე თუ არა, გულმა რეჩხი მიყო: თავისუფლების მოედანზე აღმართულ ტრიბუნაზე ვის არ შეამჩნევდით, გარდა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა.…
    Tags: და, თუ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა