თეა წულუკიანი-ბიძინა ივანიშვილი მგელია

მგლად ვინ გახსენდებათ პირველი? – ნოე სულაბერიძის მიერ დასმულ ამ კითხვაზე, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გადაცემა “ნოესთან” ასე უპასუხა:

“თუ მგელში გულისხმობთ დაახლოებით ისეთ ფიგურას, რომელიც ლომს უახლოვდება… ახლობელს რომ დაურეკავ და კითხავ როგორ ხარო? და ლომივითო, თუ ასეთს გულისხმობთ, ქართულ პოლიტიკაში მე ვფიქრობ რომ, თუ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პერიოდს ავიღებთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მგელი, ნამდვილად იყო, თუმცა მას მელას უწოდებდნენ, ედუარდ შევარდნაძე. თუ უფრო აქეთ წამოვალთ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მგელი იმ გაგებით რომ სხვები მიაჩოჩა-მოაჩოჩა, სახრლმწიფოს ინტერესი მაინც გადაარჩინა, სადაც დაჭირდა ბრქოლა იქ იბრძოლა, მერე დაიხია კომპრომისი რომ მოუწია და ა. შ. თუ ამას ვიგულისხმებთ მგელში ნამდვილად არის ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით 2012 წელს. დღეს ეს ბევრს ავიწყდება. სხვა არ ვიცი ვინ შეიძლება მგლად ჩავთვალო”-აღნიშნა თეა წულუკიანმა ტვ” იმედის” ეთერში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: