ყველას გვაწუხებს ენგურის, რიონის, ეკლესიის, ქვეყნის მოვლენები…
უმძიმესი ფონია და თითქოს გამოსავალს ვეძებთ…
არ არის დავა იმაზე, რომ ყველას გვინდა უკეთეს საქართველოში ვიცხოვროთ…
ოღონდ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ; ის ძალა და ენერგია, რასაც ერთმანეთის ლანძღვას და შეურაცხყოფას ვახმართ, მომავლის კეთილდღეობას რომ მოვახმაროთ, მართლა მაკედონელის არმიაც ვერ მოგვერეოდა…
იქნებ ამდენი უსიყვარულობა, ცილისწამება, დემაგოგობა და შური იწვევს ასეთ ნეგატიურ ფონს…
თუ გვსურს გარედან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს, ჯერ შიგნით შევიცვალოთ და ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემა გამოვავლინოთ…
არ მოგვწონს ადამიანის თვისება?! სჯობს სიყვარულით მივუთითოთ… მეტ შედეგს მივიღებთ, ვიდრე ლანძღვით და დაცინვით…
აგრესიაში მხოლოდ აგრესია იბადება…
მეტი სიკეთე ვცადოთ, აუცილებლად გამოგვივა!..
პეტრე კოლხი