ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„საჰაერო მიმოსვლაზე საუბარი ნაადრევია. საქართველოში რადიკალი მყვირალები (გაიხსენეთ ბოლო შემთხვევა ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით) ამ საკითხს მხოლოდ გაურკვევლობას მატებს. ეს იყო სრულიად მახინჯი ინციდენტი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაბალანსებული განცხადება მოვისმინეთ ” – აღნიშნა კარასინმა.