საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი დიდი და ფართო გეგმები საქართველოს მომავალი მთავრობის სამუშაო გეგმაა. ამის შესახებ მან ყვარელში “ენმ-ძალა ერთობაშიას” შემაჯამებელ შეხვედრაზე ისაუბრა.
“დიდი და ფართო გეგმები მაქვს და ეს გეგმები აღარ არის მარტო გეგმები, ეს არის საქართველოს მომავალი მთავრობის სამუშაო გეგმა და თქვენ იცით, ჩემი პრინციპი – საქმე ლაპარაკის ნაცვლად. საქმე ისე მომენატრა, ლაპარაკი ისე მომბეზრდა, 8 წელიწადი მხოლოდ ვლაპარაკობდით გეგმებზე. მორჩა დრო, გადავიდეთ, მივაწვეთ, გავაკეთოთ შევქმნათ, თქვენთან ერთად ავაშენოთ. ხელები მართა მექავება იმისათვის, რომ ავაშენოთ, შევძლოთ და გავაკეთოთ, ყველას დავუმტკიცოთ, რომ ყველაზე მაგრები ვართ ქართველები – დიდი მადლობა კახეთს წინა არჩევნებზე, ახლა ეს იქნება საყოველთაო გამარჯვების არჩევნები. ცოტაც გაძელით ჩემო საყვარელო ხალხო და ყველაფერი უმაგრესად იქნება”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი
“ენმ-ძალა ერთობაშიას” პრემიერმინისტრობის კანდიდატი კახელებს დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ რეგიონში უამრავ პროექტებს გააკეთებს.