რა სთხოვა პრინცმა ფილიპმა შვილს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე

ედინბურგის ჰერცოგს, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შვილთან, პრინც ჩარლზთან ემოციური საუბარი ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

 

პრინცმა ფილიპმა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ პრინც ჩარლზ მასთან შეხვედრა სთხოვა.

 

საუბრის დროს ედინბურგის ჰერცოგმა შვილს უთხრა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დედოფალზე ეზრუნა. ასევე, მათ განიხილეს როგორ უნდა მართოს მემკვიდრემ სამეფო ოჯახის ცხოვრება მომავალში.

 

პრინცი ფილიპი მიხვდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა, ამიტომ 99 წლის ედინბურგის ჰერცოგის უკანასკნელი სურვილი იყო სააავადმყოფოდან სახლში გადაეყვანათ, რათა საკუთარ საწოლში გარდაცვლილიყო.

 

პრინცი ფილიპი საავადმყოფოდან 16 მარტს გამოწერეს. ჰერცოგს გულის პრობლემები აწუხებდა.

 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრინცი ფილიპი 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share