მომღერალი სოფო ბედია შოუბიზნესის ახალ კლასტერთან დაკავშირებით ამბობს, რომ სულ “15 ჯანმრთელი ადამიანი შეიკრიბა” და დაბადების დღე წესების დაცვით აღნიშნეს.
“რეგულაციებს არ ვარღვევ და კანონმორჩილი ადამიანი ვარ! კორონა 3 თვის წინ გადავიტანე (საკმაოდ მსუბუქად) იზოლირებულად და ყველანაირი წესის დაცვით! საფრთხეს არ წარმოვადგენ არავისთვის და არც არასოდეს შევუქმნი პრობლემას!
30 მარტს ჩემი მეგობრის ცირა ბზიშვილის დაბადებისდღე ავღნიშნეთ ვიწრო წრეში! შევიკრიბეთ 15 ჯანმრთელი ადამიანი სრული წესების დაცვით, 5 კაცი ვიჯექით თითო მაგიდასთან! 7:50 წუთზე დავიშალეთ! ბოდიში ეხლა თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ! ჩვენი გართობა გახდა სალაპარაკო ისედაც ცხოვრება მოგვბეზრდა ისეთ რეალობაში ვართ! შეიხედეთ სხვა რესტორნებში რა ხდება და არავისგან გამორჩეულად არ აგვიღნიშნია! ძალიან ცუდია გადაუმოწმებელ ინფორმაციას ასეთი ცუდი სახით რომ აშუქებენ!!! და სადღაც კლუბში აზელილ სიტუაციას რო ამონტაჟებენ ჩვენთან ერთად!!!” – წერს მომღერალი.
გუშინ, 11 აპრილს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომღერლები, მსახიობები და სხვა ცნობილი ადამიანები დაბადების დღის აღსანიშნად რეგულაციების დარღვევით შეიკრიბნენ. როგორც ცნობილია, შეკრების შემდეგ რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.