ფლანგვის დეტექტორი-ოზურგეთის მერმა ბოლო სამ წელიწადში 143 000 ლარის უძრავი ქონება შეიძინა

2019-2020 წლებში, მას შემდეგ, რაც კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მერი გახდა, მისი ბიძაშვილის კომპანიამ 187 ათასი ლარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით მიიღო, ხოლო 2013 წლიდან კომპანიას 658 ათასი ლარი აქვს მიღებული.- ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

ოზურგეთის მერი ფაქტს არ უარყოფს: “გოგუაძეს უნდა გაეკეთებინა ეგ სამუშაოები შე შტერო, აბა სხვა ხო არ გააკეთებდა… დათოიე გოგუაძე ყველას უყვარს აქანე ვინც არის” – ასე უპასუხა საკრებულოში დასმულ შეკითხვას.

2019-20 წლებში ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ 143,000 ლარის უძრავი ქონება იყიდა, მაშინ როცა მისი ოფიციალური შემოსავალი ამ წლებში მხოლოდ 56,500 ლარი იყო.

ოზურგეთში ყოველი მე-6 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share