“ვინ დაგაჩოქა ქართლის დედავ ამ წვიმის თქეშში” ?

დედა დააჩოქეთ?!!..ლექსი დღეს ნამახვანჰესთან განვითარებ მოვლენებს სოციალური ქსელის მომხმარებრლმა მიუძღვნა. ფოტოზე, ის კადრებია აღბეჭდილი, თუ როგორ სთხოვს დაჩოქილი რიონის მცველი ქალბატონი პოლიციელებს, ხელი აიღონ იმ ადამიანების ბრძანების შესრულებაზე, ვინც ძალადობით და მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ აპირებს ჰესის აშენებას:

ვინ დაგაჩოქა ქართლის დედავ ამ წვიმის თქეშში…
ისევ ქართველმა… სულს რომ ყიდის ოცდაათ ვერცხლზე,
ქართველი დედის მანდილს გინდათ გადაუაროთ?!
მას, ნინოს ჯვარი რომ მიუკრავს გატანჯულ მკერდზე?!…
დედა ატირდა! ცრემლი ერთვის რიონის ტალღებს
კურთხეულ მიწას ვერ დაუთმობს ურჯულო ტომებს,
#სულგაყიდულოქართველებო ნუ იყიდებით
თორემ ეგ დედა ისევ გაზრდის აკვანში ლომებს.
არ იყიდება! ის აკვანი გმირი ბიჭების
აფხაზეთსა და სამაჩაბლოს თავს რომ სწირავდა,
არ იყიდება! დედის ცრემლი ასე იაფად
კაცად გაზრდისთვის მისი ლოცვა შენ რომ გიცავდა.
ნუ ამიტირებთ საქართველოს დაჩეხილ ველებს!
ნუ ამიტირებთ რიონს, მტკვარს და ენგურის ტალღებს!..
ქართველი დედა დააჩოქეთ ურჯულოებთან?!
აზრზე არა ხართ, თქვენ შვილთა შვილს რა ცოდვა ადევს!…

2021. 12.04
თამილა

რიონის ხეობის მცველის, მაკა სულაძის ემოციური მიმართვა პოლიციას:

„თქვენ რომ დაიბადეთ, ალბათ თოფი ისროლა თქვენმა პატრონმა სიხარულით, ქართველი ვაჟკაცი დაიბადაო და არ გრცხვენიათ ბიჭებო?! მაგ მარჯვენით ჭიქა უნდა აწიოთ და სამშობლოს სადღეგრძელო როგორ უნდა თქვათ?! თქვენი ტოლი ბიჭები რომ შეეწირნენ ამ მიწის დაცვას, თქვენ რას აკეთებთ, რას?!

გეყოთ ღირსება და დადექით ჩვენს გვერდით და მაშინ გექნებათ ისეთი სახელმწიფო, სადაც თქვენი პროფესიის აღსრულება არ შეგრცხვებათ“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: