ცვლილებები “ქართულ ოცნებაში”

შესაძლოა, ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნებიდან” წავიდეს. პოლიტიკურ კულუარებში ადასტურებენ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტი მალე ვაკანტური გახდება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამბობენ ინფორმირებული წყაროები და მისი აღსრულებისთვის მხოლოდ დროა საჭირო. შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული თვმჯდომარე სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს და ამ გადაადგილების მიზეზი დღეს არსებული პოლიტიკური ჩიხია.

ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიციასთან უშედეგოდ დასრულებულმა მოლაპარაკებებმა და დასავლელი პარტნიორების ფაქტობრივმა დისკრედიტაციამ ბიძინა ივანიშვილი გააღიზიანა და ის ახლა პასუხისმგებელ პირს ეძებს.

პარტია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას კი ამჟამინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაიბარებს.

https://info7.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share