სავარაუდოდ დღესვე, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
კოდუას უფლებადამცველის, მუხრან ღურწკაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ეს ბრალი თავიდან ბოლომდე აბსურდულია. მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე მის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
„არანაირი დანაშაული მას არ ჩაუდენია, იყო ჩვეულებრივი სიტყვიერი შეკამათება და დაზარალებულმა არაერთხელ დაადასტურა ეს ფაქტი. თავადაც ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერა სურდა. სავარაუდოდ, დღეს იქნება აღკვეთის ღონისძიებაც, თუმცა ვადა ხვალამდე აქვთ. სასამართლოზე ჩვენი პოზიცია ცალსახად, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იქნება. გარდა დაზარალებულისა, სხვა მტკიცებულება ამ საქმეში არც არის და ვერ იქნება, შესაბამისად, მოვითხოვთ აღკვეთის გარეშე დატოვებას. ქალიშვილთანაც და მეუღლესთანაც ჰქონდა სიტყვიერი დაპირისპირება, ამას არ გაცდენია ეს და ქალიშვილმაც ინტერვიუში აღნიშნული პოზიცია დაადასტურა. შესაბამისად, თუ ჩვენს მხარეს არ დაუჯერებენ, დაზარალებულის და შვილის პოზიცია ხომ არის გასათვალისწინებელი, რომ იქ არაფერი არ მომხდარა. დაკავება არის აბსოლუტურად უკანონო და სასამართლო პროცესზე მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, – აღნიშნა მუხრან ღურწკაიამ.