„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პროცესი ამ წუთებში იწყება. ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს.
სასამართლო სავარაუდოდ მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას გადასინჯავს.
ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო.