მელიას გათავისუფლება, კრიზისს განმუხტავს- უგულავა

სრულიად ცალსახაა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მელია ბრუტალურად დააპატიმრა, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით ნიკა მელიას გამოშვების მნიშვნელობა მანამდეც ესმოდა, თუმცა ამ ნაბიჯებს არ დგამდა.

ნიკა მელიას დაკავება არ ყოფილა სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს მაშინვე პოლიტიკური იყო. შესაბამისად, გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მითუმეტეს, როდესაც სამართლებრივი საფუძველი ამას არ აქვს. „ქართული ოცნების“ იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს, მაგრამ ჯანსაღი აზრის ფარგლებში მინდა დავიტოვო იმედი, რომ მათში ჯანსაღი აზრის ნაპერწკალი გაიმარჯვებს. სულ მცირე, გამოჩნდება ის ფარისევლობა, რომელსაც ორი თვეა კულტივირებს საქართველოს პროკურატურა, ვხედავთ უსირცხვილო განცხადებებს, თითქოს თავისუფლების გასაღები მელიას ხელშია. იმედი მაქვს, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და ნიკა საპატიმროს დატოვებს. სრულიად ცალსახაა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მელია ბრუტალურად დააპატიმრა. მთავრობას ეს ესმოდა აქამდეც, თუმცა ამ ნაბიჯებს არ დგამდა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: