ენტონი ფაუჩი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ foxnews-ი ავრცელებს.

„თუ ვაქცინა უკვე გაიკეთეთ გახსოვდეთ, რომ სიფრთხილის შენარჩუნება უნდა განაგრძოთ. კერძოდ, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით რესტორნების შიდა სივრცეებში ყოფნას, სადაც პირბადის ტარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ქვეყანაში ინფექციების რაოდენობა იმატებს, შესაბამისად არ უნდა დავივიწყოთ პრევენციული ზომები“,- განაცხადა ფაუჩიმ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კოვიდით 31,990,143 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა   576,298-ი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share