“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება. ანზორ მელიას პროცესთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. მისი თქმით, ხელისუფლება მივიდოდა იმ აზრამდე, რომ მელიას გამოშვება ქვეყნისთვის საჭიროა.
“თავისუფლებაზე უნდა გამოუშვან, ასე არის საჭირო და ქვეყანას ეს გამოადგება. პოზიტიური მოლოდინები მაქვს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ალბათ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება იყოს ხალხში. ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როცა ნიკა გარეთ იქნება.
ექიმი ვარ, უამრავ ავადმყოფს ვიღებ ყოველდღიურად და ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისთვის, ხალხს ძალიან უყვარს. მე არ მეგონა, თუ ამ ასაკში ნიკა ასეთ სიყვარულს დაიმსახურებდა. ხალხმა იცის ვინ უნდა შეიყვაროს”,- თქვა ანზორ მელიამ.