ოქრუაშვილი – სახლში პოლიციელებს არავინ დაელოდებოდა

“სახლში არავინ დაელოდებოდა პოლიციელებს და არც გატაცებულ თანხასშეინახავდა საკუთარი ძმების, თუ თავის სახლში. ეს ადამიანი სამშვიდობოს არის გასული,” – ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 განაცხადა“ სადაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმას და ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ ოპერაციას გამოეხმაურა.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა „სამშვიდობოს არის გასული“

„ძალიან კომიკური ხდება ის უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი, უინტელექტობა და უუნარობა, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები და ამა თუ იმ სტრუქტურის წარმომადგენლები და პირველი პირები ახმოვანებენ. დამნაშავე იდენტიფიცირებულია ჟურნალისტების და მედიასაშუალებების მიერ. 2 დღეა გვეუბნებიან, რომ მათაც აქვთ ინფორმაცია, ვინ არის, მაგრამ გვიმალავენ, გვეუბნებიან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ თქვათ, თუ ვინმემ იცითო. ხომ კომიკურია? იდენტიფიცირების მთავარი მიზანი და შინაარსობრივად ამის გაგრძელება უნდა იყოს ის, რომ საზოგადოებას უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, ვინ არის ეს ადამიანი.

ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერი ნაბიჯი არ გადაუდგამს შს სამინისტროს ამ დღეების განმავლობაში. ახლა ამ ადამიანის სახლში, სადაც მიდის ჩხრეკა, ალყა რომ დაარტყეს, ეს არის ფარსი და მეტი არაფერი. არავინ სახლში არ დაელოდებოდა პოლიციელებს და არც გატაცებულ თანხას არ შეინახავდა საკუთარი ძმების, თუ თავის სახლში. ეს ადამიანი სამშვიდობოს არის გასული. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს უუნარობამ და პარალიზებამ ერთი მარტივი მიზეზის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიქცა მონსტრად, რომელსაც უკვე ვეღარ მართავს „ქართული ოცნება“ და მისი „ლიდერშიფი“. შს სამინისტრო გადაქცეულია მონსტრად, რომელიც ორიენტირებულია „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნო ყუთში ხმების მობილიზებაზე და არა კრიმინალთა ბრძოლაზე.

მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ავლენდნენ ამ ადამიანის ვინაობას ერთი რამის გამო, ის არის მოქმედი სამხედრო და ღარიბაშვილის თუ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის იმიჯისთვის რომ არ დაერტყა ამ ყველაფერს, ამის გამო მალავდნენ ამას. ამ ადამიანის ვინაობის გაცხადებას აპირებდნენ არჩევნების შემდეგ, ალბათ, დაკავებაშიც უფრო მეტად ჩაერთვებოდნენ დაკავების შემდეგ.

არ დაიმალა სიტუაცია ყველამ თავისი სიტყვა თქვა. ერთმა ადამიანმა ამხელა გამოწვევა გამოგვიგზავნა და ასეთი სამარცხვინო სპეცოპერაციით გაუშვეს ადამიანი, ამხელა თანხა გაატანეს, რასაც ხელი შეუწყვეს. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ის გაუშვეს. ამ ადამიანის გათვლაც მდგომარეობდა იმაში, რომ სწორი დრო შეარჩია, ნახა რომ სისტემა მის წინააღმდეგ ხისტი მეთოდებით ვერ წავიდოდა, იმის გამო, რომ საარჩევნოდ ვინმე რომ დაშავებულიყო „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტად დააზიანებდა. ამაზე ჰქონდა გათვლა. გაუშვეს პრობლემა მოიშორეს გაატანეს ფული, მით უმეტეს, ეს მათი ფული არ იყო „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადაო“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 76
    "ამ ქვეყანაში ივანიშვილმა, ბელადომანია დაამარცხა""საბანს ყველა თავისკენ­ ქაჩავს­ და ამასობაში ქვეყანა ყველას ავიწყდება. სკამების გამო ერთმანეთს თუ არ დავღრღნით, კარგი იქნება" პოლიტიკის გამო ქართველები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: "ქართული ოცნების" მომხრეები ამტკიცებენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგი სავსებით ლოგიკურია, მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გააყალბეს. ამის თაობაზე კამათობენ თითქმის ყველგან, ზოგჯერ უახლოესი ადამიანებიც…
    Tags: და, არ, რომ, ამ, ეს, არის
  • 74
    "ახლა, როცა ამ წერილს ვწერ..."- თაკო ჩარკვიანის ვრცელი წერილი ივანიშვილსპარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…
    Tags: და, რომ, არ, ამ
  • 73
    აშშ-სთვის  საქართველო რჩება პარტნიორად, თუმცა ამ ხელისუფლებამ მწარედ „გადააგდო“ ამერიკა- ლაგაზიძეამერიკისთვის საქართველო რეგიონში რჩება პლაცდარმი და პარტნიორი, თუმცა, ამ ფუნქციის შემსრულებელი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ და ვერ არის. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ძალიან მწარედ „გადააგდო“ ამერიკა და მისი სახელმწიფო მდივანი ერთი წლის წინ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გუშინ გამართული შეხვედრის შეფასებისას განუცხადა. როგორც ლაგაზიძე…
    Tags: და, ამ, რომ, არის, ეს, არ, ის