“როგორც შემაგდეს ისე გამომიშვან!კომპრომისი ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ იქნება“

ქრონოლოგიურად უნდა მოვყვე რა მოხდა ამ საქმეზე და რა ხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ბატონი ამირანი საუბრობს, რომ თურმე ჩემი თვითმიზანია პატიმრობა? რატომ გონია, რომ ჩემი თვითმიზანია პატიმრობა? როცა მეგობრებთან ერთად ციხის მიღმა თქვენი დანაშაულებრივი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისას უფრო ეფექტური ვარ? რატო არ უნდა მინდოდეს ოჯახთან ურთიერთობა?

იტყუებით, რომ ეს არ არის თქვენი თვითმიზანი, თქვენ არავინ დაგაბრალოთ პროკურორობა, კობახიძე თქვენ ერთი ხართ. თქვენ ამბობთ, რომ თქვენი თვითმიზანი პატიმრობა არაა, მაგრამ 2 წელია ამაზე საუბრობთ. პარლამენტში რომ გამოცხადდით პატიმრობა არ მოითხოვეთ? პარლამენტში 5 თავმოყვარე დეპუტატი აღმოჩნდა, რომელმა უკანონობას მწვანე შუქი არ აუნთო.

გავრილოვი რომ ჩასვეს იქ, სადაც არ უნდა ჩაესვათ, ივანიშვილი ფერდაკარგული გამოვიდა და თქვა, რომ პროპორციული დათმო, მაგრამ ვიღაცებს დააკავებდა, ამ დროს გამოიყვანეს ბატონო ამირანი. სახელმწიფო გადატრიალებას მედავებიან. 2 წელი ეგონათ, რომ გამბედაობას შემიმცირებდნენ, ორი წელია მტკიცებულებები არ გამოუკვლევიათ.

სამაჯური მოიხსნა და გირაო არ გადაიხადაო – პირველ ჯერზე უკანონო გირაო და სამაჯურიც კი მივიღე, რადგან ამ დროს ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებს გვპირდებოდა. მაგრამ მოგვატყუეს. იქ პუნქტები იყო – სახლიდანაც არ უნდა გამოვსულიყავი პროკურორის გარეშე – გამოვდიოდი, ვარღვევდი პირველივე დღიდან, არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და მოვიგე.

როცა სიტყვებით მიტინგზე გამოვდიოდი ხომ ვარღვევდი, რატომ დუმდით? ეს უსამართლობის სამაჯური არ უნდა ყოფილიყო ჩემ ხელზე.  კანონის სახელით ძალადობთ. თქვენი ძალადობა კანონის სახელით, ვერ აღემატება ჩემ ღირსებებს. ვერ გამტეხავთ.

ამბობენ, რომ მელია პატიმრობაში უნდა იყოს და რატო იცით? ჩემი თავისუფლებით რომ ივაჭრონ.

მივმართავ ყველა კოლეგა ოპოზიციონერებს – არ მომაყენოთ შეურაცხოფა და ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წახვიდეთ კომპრომისზე. თუ უნდათ ჩემი გამოშვება, როგორც შემაგდეს ისე გამომიშვან. კომპრომისი ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ იქნება“, – ამბობს ნიკა მელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share