“ივანიშვილის ადიუტანტებო, მაგ ჩურჩუტ თავებში შეუშვით, რომ მე ამ ბრძოლაში მხოლოდ ბრძოლისთვის არ ვარ”

“გასაგებია, რაც ხდება…
დღეს ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ივანიშვილის ადიუტანტები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან ხომ ვერ აღიარებდნენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაშვებინეს?!
ასე რომ მოქცეულიყვნენ, მათი პროპაგანდა, თითქოს სასამართლო დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოა დეზინფორმაციის დონეზეც აღარ იარსებებდა.
ასევე, სასამართლოს ინიციატივით დღეს ჩემს გათავისუფლებას ივანიშვილის მორჩილები პოლიტიკურ კომპრომისად ვერ გაასაღებდნენ. შესაბამისად, უცხოელებს ვერ ეტყოდნენ, რომ მელია დავთმეთ და ახლა ოპოზიციამ დათმოს.
ამიტომ, მათი ჭკუით, მომდევნო მოლაპარაკების რაუნდებისთვის სავაჭროდ შემომინახეს.
ასე და ამგვარად, მოლაპარაკების პროცესში ჩემი გათავისუფლების სანაცვლოდ შემოთავაზებული ნებისმიერი პირობა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და მეტიც, დამამცირებელია.
აი, მაგალითად, პირობა, როგორიცაა 20 ივნისის ამნისტიის კანონის ინიცირება, რომლის ფარგლებშიც ჩემი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ რეალურად სამართლებრივი დევნისგან მოძალადე პოლიციელებისა და დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლება სურთ, ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან ჩემი თავისუფლებით ვაჭრობის მცდელობაა!
სურთ ჩემი გამოშვება?! როგორც ციხის გარედან ღრჭიალით გამიღეს რკინის კარი, ზუსტად ისე, კეთილი ინებონ და უკვე ციხის შიგნიდან იგივე რკინის კარი გამიღონ ყოველგვარი სავაჭრო პირობების დაწესების გარეშე!
ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკუთარი თავის წინაშე მოვალეობის გრძნობაა. და დიახ, მოვალე ვარ, ჩემი უკანონო პატიმრობის სანაცვლოდ იოტისოდენა უსამართლო კომპრომისზეც კი არ წავიდე!
ივანიშვილის ადიუტანტებო, მაგ ჩურჩუტ თავებში შეუშვით, რომ მე ამ ბრძოლაში მხოლოდ ბრძოლისთვის არ ვარ, მე ვარ ბრძოლაში დიდი მიზნისთვის, რომელთან შედარებითაც ჩემთვის უკვე დიდი ხანია სხვა ყველაფერი გაუბრალოვდა და ჩემი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება!
მხარდამჭერებსა და კეთილისმსურველებს კი მოწიწებით მოგმართავთ – მხნედ და ყოჩაღად იყავით, ბრძოლის მუხტი გავზარდოთ და მეტად გავზარდოთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, უფრო სწორად ყველა ჩვენს ადგილას დავდგეთ და ეს უკვე ერთმანეთის მხარდაჭერა იქნება.
ბრძოლა დანაკარგის გარეშე არ არსებობს და, როგორც ჩანს, 15 მაისს მე თქვენთან ერთად ვერ ვიქნები, მაგრამ თითოეული თქვენგანის რწმენა უფრო შეუპოვარი და მტკიცე უნდა გახდეს!
გვახსოვდეს, საბოლოო გამარჯვება ერთობამ უნდა მოიტანოს. რაც უფრო მჭიდრო იქნება ოპოზიციისა და საზოგადოების ერთობა, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება შედეგი. როგორც მტრედების გუნდი, თუ გავიფანტეთ, ან გაგვფანტეს, მაშინ გამარჯვება დროში უფრო დაგვიანდება.
დროებით, მადლობა”.-წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 97
    "ნიკა მელიასნაირი მებრძოლი კაცი ნეტავ „ოცნებას" ჰყავდეს"მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთ აცხადებს, რომ ბაკქანალია უნდა დამთავრდეს და ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კომპრომისი უნდა მოძებნოს, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს. „ეს ბაკქანალია ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. მე არც ხელისუფლების მომხრე ვარ და არც ოპოზიციის, მაგრამ ნიკა მელიასნაირი მებრძოლი კაცი ნეტავ „ოცნებას" ჰყავდეს. რურუაც სულ ტყუილად არის…
    Tags: და, არ, რომ, მე, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    "ზნედაცემული უნდა ვიყო, რომ დავივიწყო ჩემი პაპა, მავთულს იქით დარჩენილი და რუსეთში ვიცეკვო"როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო, რომ დავივიწყო ჩემი პაპა, მავთულს იქით დარჩენილი, მტირალი მოხუცი, ჩავიდე და რუსეთში ვიცეკვო?!, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზის თქმით, ქართველი ხალხი ერად ვერ ჩამოყალიბდა, რადგან სხვა მოქალაქეების ტკივილს, როგორც საკუთარ ძმის ტკივილს, არ განიცდიან.   “ჩემი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი,…
    Tags: და, ჩემი, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    "სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ცხოვრება სამოთხედ გვიქციოს და არა ჯოჯოხეთად"გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    სასტუმრო "პარაგრაფი" ივანიშვილმა ბანკ "ქართუს" გადასცაბიძინა ივანიშვილის მორიგი ხმაურიანი გადაწყვეტილება - "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ საქართველოში არსებული საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადასცეს. საუბარია საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის, დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის აქტივებზე. ჩამონათვალთა შორის, რომელიც ფონდს გადაეცა, არის 30-მდე ობიექტი - მათ შორის სასტუმრო "პარაგრაფი", შპს თბილისი სითი, სოლოლაკის ბიზნესცენტრი, "თაბორი რიზორთსი",…
    Tags: და, ჩემი, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა