ოზურგეთის ნორჩმა ფეხბურთელებმა, ბათუმის “დინამოს” 5-4 მოუგეს

13 აპრილს ბათუმში ფეხბურთში სამეგრელოს ზონის ჩემპიონატი დაიწყო.

ჩემპიონატში მონაწილეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული საფეხბურთო სექციის, ნაკრები გუნდი იღებს.

დღეს ოზურგეთელი ნორჩი ფეხბურთელები, ბათუმის ,, დინამოს” ფეხბურთელებს, ანგისას სტადიონზე შეხვდნენ.

ასპარეზობა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. საფეხბურთო თამაში უხვგოლიანი აღმოჩნდა.

ამჯერად სათამაშო ტაქტიკთა თუ იღბალით, ფორტუნა ჩვენს მხარეს აღმოჩნდა და მასპინძლებს 5 : 4 მოვუგეთ.

სამეგრელოს ზონის ჩემოიონატი გრძელდება. მომდევნო თამაშს შინ, ოზურგეთში ვითამაშებთ და ჩვენი საფეხბურთო სექციის ფეხბურთელები სამტრედიელებს შეხვდებიან.

თამაში 20 აპრილს გაიმართება.

ოზურგეთის ფეხბურთელთა გუნდი ჩემპიონატისთვის : გოჩა კრასოტკინმა, გია გოგუამ, რამაზ ასკურავამ, გია ტუღუშმა და თორნიკე წულაძემ მოამზადეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share