შეწყვიტეთ ფიქრი სრულყოფილებაზე…

სრულყოფილება – ის, რისკენაც ადამიანთა უმრავლესობა მიისწრაფვის, მიუხედავად იმისა, რომ იციან ამას ვერ მიაღწევენ. სრულყოფილი განათლება, სრულყოფილი ვიზუალი, სრულყოფილი სიყვარული, სრუყოფილი მეგობრობა და უამრავი სხვა რამ… გარემოც გამუდმებით იმას ცდილობს, სრულყოფილი გაგვხადოს და საბოლოოდ მივდივართ სასოწარკვეთილებამდე, ისმის კითხვები და ფრაზები: „რატომ არაფერი გამომდის?“ „რა იდიოტი ვარ!“ „განათლება არ მაქვს, ვერაფრის გაკეთებას შევძლებ.“ „არავის შევუყვარდები თუ ასეთი მსუქანი ვიქნები.“

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ სრულყოფილებისკენ სწრაფვა გიკარგავთ საკუთარი თავის რწმენას და გიქვეითებთ თვითშეფასებას, ამას მიყავხართ არა იმ შედეგებამდე რაზეც ოცნებობთ, არამედ სრულიად საწინააღმდეგოსთან.

გახსოვდეთ, სრულყოფილი არავინაა, მაგრამ თავად შეგიძლიათ შექმნათ სრულყოფილება. ყველაზე მთავარი ცხოვრებაში წარმატებაა. თუ თქვენ მუდმივად იზრუნებთ იმაზე, რომ იყოთ წარმატებული ადამიანი, თავად მიხვდებით, რომ ყველაფერი სხვა მეორე პლანზე გადავა და თქვენ ბედნიერებას მოიპოვებთ.

თქვენ არავის შეუქმნიხართ იმისთვის, რომ სრულყოფილი ყოფილიყავით, თქვენ ამ ქვეყანას მოევლინეთ იმისთვის, რომ ბედნიერება მიანიჭოთ საკუთარ თავს და ადამიანებს, იცხოვროთ ლამაზად და ამით გაიხალისოთ ცხოვრება, მაქსიმალურად გამოიყენოთ ის დრო, რომელიც ამ ქვეყნად გაქვთ სასარგებლო და წარმატების მომტანი საქმისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: