“ოპოზიციური პარტიები მზად არიან კონკრეტულ კომპრომისებზე წავიდნენ, მაგრამ პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტპატიმრები და პოლიტიკური დევნა ფუნდამენტური საკითხია, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ საარჩევნო კოდექსი ფუნდამენტურად არ შეიცვალა, მაშინ ვადამდელ არჩევნებს აზრი არ აქვს, ხვალაც რომ ჩატარდეს.
“ოპოზიციური პარტიები მზად არიან კონკრეტულ კომპრომისებზე წავიდნენ, მაგრამ პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტპატიმრები და პოლიტიკური დევნა ფუნდამენტური საკითხია. აზრი არ აქვს, თუნდაც ხვალ რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ თუ არ გვაქვს ფუნდამენტურად შეცვლილი საარჩევნო კოდექსი და მართლმსაჯულების რეფორმა, იგივე ადგილას დავბრუნდებით და იგივე კრიზისს მივიღებთ. ნებისმიერ დროს შეიძლება იგივე გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა.
ამიტომ, მთელი პაკეტია განსახილველი და იმისათვის, რომ სივრცე გაჩნდეს შეთანხმებისთვის, საჭიროა პატიმრების გათავისუფლება. რაღაც ეტაპზე ეს იქნება რთული პროცესი და გაიწელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, “ქართულ ოცნებას” მოუწევს პატიმრების გათავისუფლება”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.