“2021-2026 წლებში ევროპაში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება – 34.5%-ით”

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზით, 2021-2026 წლებში ევროპაში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 34.5%-ით, მეორე ადგილზეა მალტა – 31.9%-ით, შემდეგ – მონტენეგრო 31%-ით.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტით 2021-2026 წლებში 52%-ით გაიზრდება და 2026 წელს 22 695 დოლარს მიაღწევს. ზრდის ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share