“რკინის ჯებირზე ხელების რტყმას თუ არ შეწყვეტენ, პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს”

ცოტა ხნის წინ იმერეთის სამხარო პოლიციის უფროსსა და რიონის ხეობის მცველებს შორის პირველი კომუნიკაცია შედგა. სულხან თამაზაშვილმა გუმათში შეკრებილ ადამიანებს უთხრა, რომ თუ რკინის ჯებირზე ხელების რტყმას და ხმაურის არ შეწყვეტენ პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს.

“აბსოლიტურ აბსურდამდე დავიდა უკვე აქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ჩაახშონ ჩვენი სამართლიანი პროტესტი ყველანაირი გზით, დღეს უბრალოდ ხმაურიც კი აგვიკრძალეს. მათ თქვეს, რომ თუ ეს არ შეწყდება, გამოიყენებენ პროპორციულ ძალას, ყველანაირი კონსტიტუციური უფლება გამოხატვის გვაქვს აბსოლიტურად აკრძალული და შეზღუდული აქ. გაცხადებული პოზიცია აქვს ხელისუფლებას, რომ რეპრესიული გზებით უნდა ჩაახშოს ჩვენი სამართლიანი პროტესტი”, – თქვა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share