საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ დავიწყოთ საუბარი “ლოქდაუნზე”, დახურვებსა და გამკაცრებებზე.
„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა – დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4%-ს ასცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოქდაუნზე, დახურვებზე, ხოლო შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი. გვინდა, რომ ეფექტიანი მართვის პირობებში ეკონომიკა არ გავაჩეროთ, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.