“უკონტროლობა და განუკითხაობა” -ამჯერად ქვიშა-ღორღის მოპოვება მდინარე ბჟუჟზე მიმდინარეობს

ორგანიზაცია “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :

მდინარე ბჟუჟზე მიმდინარეობს წიაღის, კერძოდ ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი სამუშაოები.

ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვებას მუნიციპალური ტექნიკა ახორციელებს მუნიციპალური საჭიროებისთვის.

მიუხედავად ამისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ რომ მდინარიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვებას სჭირდება ლიცენზია და კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან.

ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში ცდილობს ხმამაღლა ისაუბროს ქვიშა-ხრეშის მოპოვების სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, უკონტროლობასა და განუკითხაობაზე.

მოვუწოდებთ გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, მოახდინონ რეაგირება და შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share