რეჟისორი ქეთი დოლიძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება.
ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს! აბა, ეხლა მეც ჩამქოლეთ – წერს ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულა.
გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის, მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მასზე სისტემატიურად ძალადობდა.
ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერა კოლეგებმაც გამოუცხადეს. მათმა ნაწილმა ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომა აღარ ისურვა.